ENG

რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 ივნისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ანალიტიკური განყოფილება, შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეპორტების ავტომატიზაცია და გაუმჯობესება;
  • ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება პროდუქტების, ფილიალების, თანამშრომლებისა და კლიენტების მიხედვით;
  • რეპორტების ფორმების შექმნა MS SQL Reporting სისტემაში;
  • რეპორტების მომზადება Power BI-ში;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური დავალებების მომზადება დეველოპერებისთვის, რეპორტების გაუმჯობესების მიზნით;
  • Select-კითხვების მომზადება მონაცემების ამოსაღებად სხვადასხვა სისტემიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში, ფინანსებში (შესაბამისი მიმართულებით) მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სექტორში);
  • აუცილებელია SQL, PL\SQL - ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • სასურველია MS SQL Reporting Services - მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელებარომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.