ENG

IT ცვლილებების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 ივნისი, 2025

აღწერა

ვეძებთ მოტივირებულ თანაგუნდელს  IT მიმართულებაში IT ცვლილებების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • IT ცვლილებების რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი
  • ცვლილებების მართვის პროცესში დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია
  • დაგეგმილი სამუშაოების პროგრესის და ვადების მონიტორინგი
  • ინციდენტების და პრობლემების მართვა ცვლილებების დროს
  • Agile გუნდებთან (Scrum/Kanban) ეფექტური თანამშრომლობა
  • კვირეული, თვიური და კვარტალური რეპორტების მომზადება
  • პროექტების პროცესში საჭირო დოკუმენტაციისა და Work Flow-ების შექმნა
  • საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია პროექტის ვადებზე და რესურსებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა (Agile, Scrum, Waterfall და სხვ.)
  • გამოცდილება IT ცვლილებების მართვაში
  • Jira და Confluence-ის სამუშაო გამოცდილება
  • ITIL სტანდარტების ცოდნა
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის გამოცდილება
  • MS Office-ის კარგად ცოდნა
  • სასურველია: ბანკში ან ტექნოლოგიურ სექტორში მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

  • დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
  • ინიციატივისა და ახალი იდეების დანერგვის მოტივაცია;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.