ENG

გადახდების ბიზნესის განვითარების განყოფილების პროდუქტის მფლობელი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

25 ივნისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას  პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, გადახდების ბიზნესის განვითარების განყოფილება, ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქტის ხედვის, განვითარების გეგმის შემუშავება/მონაწილეობა. პროექტების იდეის/ბიზნეს მოთხოვნების ჩამოყალიბება. რეგულაციური მოთხოვნების დამუშავება, პროდუქტის კონცეფციასთან შესაბამისობაში მორგება;
  • პროდუქტის დიზაინზე მუშაობა (კომპეტენციის შესაბამისად) - არსებულის გაუმჯობესება და იდეების გენერირება. ახალი პროექტების ჭრილში დიზაინერებთან კონცეფციის შეთანხმება/დიზაინის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • პროექტთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის მიღება დამუშავება;
  • პროექტის ამოცანის შეთანხმება ბიზნესთან და საჭირო შეხვედრების ორგანიზება ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ამოცანის შეთანხმება დაინტერესებულ მხარეებთან ან/და ეროვნულ ბანკთან;
  • ამოცანების ბექლოგის მართვა/პრიორიტეტიზაცია;
  • დეველოპმენტის პროცესის მხარდაჭერა - ამოცანის, დიზაინების, შეთანხმება დეველოპერებთან, დეველოპერების რესურსის განაწილებაში ჩართულობა;
  • პროდუქტის წარმადობის (პერფორმანსის), ხარვეზების, მოხმარებადობის (usability) მუდმივი მონიტორინგი, გაუმჯობესებაზე ზრუნვა და რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება; 
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;

  • სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • ანალიტიკური უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის წარმართვის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელებარომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.