ENG

ბიზნეს და აგრო კლიენტების მონიტორინგის ოფიცერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 ოქტომბერი, 2023

აღწერა

  ვაცხადებთ ვაკანსიას ბიზნეს და აგრო კლიენტების მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა- სათავო ოფისი, მიკრო და მცირე სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის და მონიტორინგის დეპარტამენტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო მონიტორინგის დაგეგმვა მთელი საქართველოს მასშტაბით, ბანკის ბიზნეს/აგრო კლიენტებთან და შედეგების დადოკუმენტირება;
  • მივლინებისას ბიზნეს/აგრო კლიენტების მისამართზე ვიზიტების განხორციელება;
  • მონიტორინგის პერიოდში, როგორც გაცემული სესხის ასევე დაკრედიტების პროცესში ჩართული თანამშრომლების საქმიანობის შესწავლა და მისი შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული ნებისმიერი სახის ნაკლოვანების და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობის ნათლად და ობიექტურად აღწერა;
  • მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მისი ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • ცვლილებებთან დაკავშირებული გადადწყვეტილებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გაცნობა და მისი განხორციელების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების განახლებასა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დამატებით იმ ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია დაკრედიტების მიმდინარე ამოცანების შესრულებასთან (ხელმძღვანელობის დავალებების მიხედვით).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი (ტექნიკური, ეკონომიკური ან საბანკო მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება - ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს/აგრო დაკრედიტების ან/და საკრედიტო რისკების მიმართულებებით მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • მზადყოფნა საქართველოს მასშტაბით ხშირი მივლინებებისთვის;
  • სასურველია მართვის მოწმობა.

უნარები/კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
  • პრინციპულობა და კრიტიკული აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ვერბალური კომუნიკაციის და გამართულად წერის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.