ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
გურია
სტანდარტული
30 ივნისი, 2019
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გურიის რეგიონი:
ოზურგეთი
ჩოხატაური
ლანჩხუთი
ფოთი
ძირითადი მოვალეობები:
**ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
** მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება და გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;
** პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველი ფაკულტეტებია მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრეინინგის თეორიულ და პრაკტიკულ კურსს.
ანაზღაურება განისაზღვრება: დარიცხული 1 000 ლარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.