ადგილმდებარეობა
სხვადასხვა
სამუშაო საათები
ბოლო ვადა
20 აგვისტო, 2023
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას თბილისსა და რეგიონებში Digital კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
თბილისი
აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, ქედა.
იმერეთი - ქუთაისი, წყალტუბო, ონი, ვანი, ხონი.
შიდა ქართლი-სამცხე ჯავახეთი - ბორჯომი, მცხეთა.
კახეთი - თელავი, ყვარელი.
ქვემო ქართლი - რუსთავი.
სამუშაო გრაფიკი :
- ნახევარი განაკვეთი - 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
- სრული განაკვეთი - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება.
- საბანკო პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lb.ge 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.