ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
02 მარტი, 2026
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას საცალო სეგმენტის ბიზნეს ანალიზის განყოფილებაში მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა წყაროდან მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ვალიდაცია და ტრანსფორმაცია;
- სტატისტიკური ანალიზის ჩატარება და ტენდენციების იდენტიფიცირება;
- რეგულარული და Ad-Hoc რეპორტების მომზადება;
- ვიზუალიზაციების შექმნა (დეშბორდები, გრაფიკები);
- ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მოდელების შემუშავება;
- მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი და პროცესების ოპტიმიზაცია;
- თანამშრომლობა IT და ბიზნეს გუნდებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - მათემატიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან შესაბამისი მომიჯნავე მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიზის მიმართულებით (2–4 წელი);
- სავალდებულო ტექნიკური უნარჩვევები: SQL, PowerBI და Excel;
- Python-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მონაცემთა მოდელირების გამოცდილება;
- ETL პროცესების ცოდნა.
უნარები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.