ENG
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №195/04 ბრძანება

2023 წლის 1 მარტიდან ძალაშია ცვლილება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო ს/ნ 204470740) მიაწოდოს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია.

ძვირფასო მომხმარებლებო!

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №195/04 ბრძანების თანახმად 2023 წლის 1 მარტიდან ძალაშია ცვლილება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო ს/ნ 204470740) მიაწოდოს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია.

მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირების ტექსტი მონაცემების ბიუროსთვის მიწოდების თაობაზე:

მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება

სს ლიბერთი ბანკი, საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74, შეაგროვებს/დაამუშავებს პირის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.


გაცნობებთ, რომ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გზავნილის მიღებისას უფლება გაქვთ განაცხადოთ უარი ბანკის მხრიდან თქვენი ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდებაზე.