ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებს 2017 წლის სექტემბრიდან. 2021 წლის დეკემბრამდე იგი ასევე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ირაკლი რუხაძე ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას კერძო სექტორში როგორც ინვესტორი, მენეჯერი და მრჩეველი.
ირაკლი “Hunnewell Partners”-ის (www.hunnewellpartners.com) პარტნიორი დამფუძნებელია. 2018 წლამდე “Hunnewell Partners” აქტივების მართვის მულტი იურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.
2018 წლის შემდეგ „Hunnewell Partners“-მა მოახდინა ინვესტორებთან ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია და ის ორგანიზაციის მფლობელების და მათი ოჯახების პირად აქტივებს მართავს. “Hunnewell Partners”-ის ამჟამინდელი საოპერაციო ინტერესის სფეროა საქართველოში კერძო კაპიტალის მართვა და სამართალწარმოების დაფინანსება დიდ ბრიტანეთში.
საქართველოში Hunnewell Partners”-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმხსვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.
ორგანიზაციის სამართალწარმოების მართვის გამოცდილება მოიცავს 60-ზე მეტ სხვადასხვა ქეისებს სხვადასხვა იურისდიქციებში. მათ შორის ბოლო ათწლეულების რამდენიმე უმსხვილესი სამოქალაქო საქმეებს ინგლისურ სასამართლოში. ამ საქმეების უმრავლესობა სრულდებოდა გამარჯვებით ან წარმატებული გარიგებებით.
ირაკლი რუხაძე MIG-ის (წარსულში ცნობილი როგორც Metromedia International Group) ყოფილი დირექტორია, რომელიც ფლობს სატელეკომუნიკაციო აქტივებს საქართველოში, მათ შორის მაგთიკომს, რომელიც წამყვანი ტელეკომუნიკაციის პროვაიდერი ორგანიზაციაა ქვეყანაში.
ბატონი რუხაძე იყო LLC “Caucasus Advisors”-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მართავდა $100 მილიონიან ფონდს „Caucasus Fund“ ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამავდროულად ირაკლი რუხაძე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას LLC „AEGIS“-ში, რომელიც LLC „Commonwealth Property Investors“-ს ამერიკულ-რუსულ უძრავი ქონების საინვესტიციო სფეროში მოღვაწე კომპანიას უძღვებოდა. ბატონი რუხაძის ინვესტორთა რიგში შედიოდნენ „AT&T Pension Trust“, „Trust and Overseas Private Investment Corporation (OPIC)“ და სხვები.
ირაკლი რუხაძემ თავის კარიერა დაიწყო „McKinsey & Company“-ში სადაც მან 4 წელზე მეტი გაატარა და მუშაობდა აშშ-ში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც. ირაკლი უძღვებოდა სატელეკომუნიკაციო სფეროს, ასევე ტექნოლოგიების და კორპორატიული ფინანსების სფეროებს.
წარმოშობით ქართველი, ირაკლი რუხაძე ამჟამად ა.შ.შ.-ს მოქალაქეა. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MBA) Tuck-ის სკოლაში, დართმაუთის უნივერსიტეტი. „Mckinsey & Company“-ში მუშაობის პერიოდში ირაკლის დაწერილი აქვს 3 წიგნი ზოგადი მენეჯმენტის და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით.
ბრუნო ბალვანერა სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.
მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.
მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა.
მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში იქნა არჩეული.