ENG

მაგდა მაღრაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ამოსაბეჭდი ვერსია
2019 დანიშვნის თარიღი

მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  წევრად 2019 წლის აგვისტოში იქნა არჩეული.

2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე იკავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.

2008 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მაგდა მაღრაძე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის მანძილზე, მაგდა კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. 

1995-98 წლებში მაგდა მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს საწარმოებისა და საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმის პროექტში“, სადაც კოორდინირებას უწევდა საბუღალტრო განათლების პროგრამების და ACCA გამოცდების ადმინისტრირებას, ასევე, ევროგაერთიანების დსთ-ის ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების (EU TACIS) და მსოფლიო ბანკის პროექტებში.

სხვა პროფილები

ბექა გოგიჩაიშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში იქნა არჩეული

მურთაზ კიკორია

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის ივლისში იქნა არჩეული. მურთაზს საბანკო და საფინანსო სფეროსთან 25 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.

მამუკა წერეთელი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა

ირაკლი რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებს.