ENG
27 ნოემბერი, 2017

27 ნოემბერი "კიბერ ორშაბათია"

27 ნოემბერი "კიბერ ორშაბათია"

 

27 ნოემბერი კიბერ ორშაბათია!

„კიბერ ორშაბათი“ (ინგლისურად Cyber Monday), იგივე „ციფრული ორშაბათი“ არის ცნება, რომელიც ამერიკული მადლიერების დღის შემდეგ, პირველ ორშაბათ დღეს აღნიშნავს.

„კიბერ ორშბათი“ მარკეტინგული კომპანიების მიერ შეიქმნა, იმისთვის, რომ წაახალისონ ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგი, როგორც ადგილობრივ, ამერიკულ ონლაინ მაღაზიებში, ისე საერთაშორისო ონლაინ გაყიდვებშიც.

ამ დღეს პრაქტიკულად ყველა ონლაინ მაღაზია დიდი ფასდაკლებებით ხვდება და ისეთ საიტებზე, როგორიც არის amazon.com, ebay.com, Walmart.com და ა.შ. ნივთების შეძენა 10%-დან 80%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

ამ ფასდაკლებებით სარგებლობა ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებსაც შეუძლიათ. ნივთების შეძენა ონლაინ შოპინგ საიტებზე პრაქტიკულად ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი.

მათთვის, ვისაც სასურველი ფასდაკლებით სარგებლობისთვის თანხა არ ჰყოფნის, ლიბერთი ბანკი იძლევა საშუალებას ონლაინ განვადების მეშვეობით შეიძინონ შერჩეული პროდუქცია. განვადებით სარგებლობისთვის ეწვიეთ http://creditamazon.ge/-ს ჩააკოპირეთ შერჩეული ნივთის ლინკი და მიჰყევით ინსტრუქციას.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ბმულს "კიბერ ფასდაკლებებით", რომელსაც ჩვენ მივაგენით: