ENG
01 მაისი, 2023

მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - ახალი გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის

მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - ახალი გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის

 

ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ Visa-ს გათამაშებაში - 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და მოიგოთ სხვადასხვა დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.

გადაიხადეთ ტელეფონით მინიმუმ 40 ლარი ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში - Apple Pay-ს, Google Pay-ს ან Garmin Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით და ჩაერთე გათამაშებაში ავტომატურად.

გათამაშებაში მონაწილეობას იღებს პოს ტერმინალით და ელ. კომერციაში შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი. 

ერთი დღის განმავლობაში, ერთი და იმავე წყაროდან - POS ტერმინალიდან შესაძლოა მხოლოდ 3 გადახდის აღრიცხვა გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციად. 

თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის:

 I კატეგორია - სუპერპრიზი - 3 ვაუჩერი

  • ტანზანია „უდაბნოს ტური“- სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • ბარსელონა „დისნეის კრუიზი“ - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • ნორვეგია „ჩრდილოეთის ციალი“ - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • კუბა - ჰავანა-ვარადერო - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის

II კატეგორიის - 12 ვაუჩერი

  • დუბროვიკი, ხორვატია - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • ნეპალი, კატმანდუ - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • მალტა, სიცილია - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • იბიცა, ესპანეთი - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • ამალფი, პოსიტანო, იტალია - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • გოა, ინდოეთი - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის
  • შრი-ლანკა - სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისათვის

III კატეგორიის - 20 ვაუჩერი

  • ორდღიანი სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისთვის ყაზბეგში - სასტუმრო რუმსი
  • ორდღიანი სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისთვის წინანდალში - სასტუმრო რადისონ ქოლექშენი
  • ორდღიანი სამოგზაურო ვაუჩერი 2 ადამიანისთვის ბათუმში - სასტუმრო რადისონ ბლუ
  • თითოეული საერთაშორისო მიმართულებისთვის თამაშდება კომპანია "ინტერ ავია"-ს სამოგზაურო ვაუჩერები. 

გამარჯვებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კატეგორიის შესაბამისად, აარჩიონ სასურველი მიმართულება, სასტუმრო და თარიღები.

გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.

წამახალისებელი გათამაშების ნებართვის ნომერია: N 19 03/469

გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებს:

  • 2023 წლის 1 მაისის 00:00:01-საათამდე და 2023 წლის 31 მაისის 23:59:59 საათის შემდეგ Visa (ვიზა) ბარათით ციფრულის საფულის (Apple Pay, Google Pay, Garmin Pay ან/და ბანკის საკუთარი ციფრული საფულე) საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება
  • ბარათით და არა ციფრული საფულით, როგორებიცაა Apple Pay, Google Pay, Garmin Pay შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება
  • ბანკომატიდან თანხის გატანა
  • თანხის გადარიცხვა ბარათის ანგარიშიდან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშზე
  • სატელეფონო ანგარიშის შევსებით განხორციელებული ტრანზაქცია
  • კომუნალური და სხვა გადასახადებისთვის შესრულებული ტრანზაქცია
  • აზარტულ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ტრანზაქციები
  • ნებისმიერი სახის უკანონო ტრანზაქცია

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.