ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, აქტიურად აგრძელებს ციფრული არხების განვითარებას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი საბანკო გამოცდილების შექმნას.
ამჯერად, ბანკმა მობაილ ბანკის განახლებული ვერსია წარადგინა - აპლიკაციაში სრულად განახლდა ძირითადი გვერდების ინტერფეისი, რომლითაც მომხმარებლები ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს უფრო სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შეასრულებენ.
მობაილ ბანკის განახლებული ვერსია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური საბანკო მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სერვისების განვითარებას.
„ლიბერთისთვის, მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მობაილ ბანკის განახლებული ინტერფეისიც, რომელიც ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს კიდევ უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. განახლებისას, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ ფუნქციებზე, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ. შედეგად, შემცირდა სასურველი ოპერაციის შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების რაოდენობა, გაუმჯობესდა ნავიგაცია და მომხმარებლები, ყველაზე მოთხოვნად სერვისებს კიდევ უფრო მარტივად მიიღებენ. ჩვენ, მომავალშიც გავაგრძელებთ მობაილ ბანკის განვითარებას და მომხმარებლებს შევთავაზებთ თანამედროვე, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ სერვისებს.“- ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
განახლებული მობაილ ბანკის მთავარ გვერდზე განთავსებულია სწრაფი ოპერაციების პანელი, რომელიც ოთხ ძირითად ფუნქციას აერთიანებს. მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე წამში შეასრულოს გადარიცხვა, შეავსოს მობილური ბალანსი, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ისარგებლოს სხვა ყველაზე მოთხოვნადი საბანკო სერვისებით პირდაპირ მთავარი გვერდიდან.
განახლდა „პროდუქტების“ სივრცეც, სადაც ერთიანად არის თავმოყრილი ლიბერთის ყველა აქტუალური საბანკო შეთავაზება. მომხმარებლებს ახლა კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ გაეცნონ ანაბრებს, სესხებს, ბარათებსა და სხვა პროდუქტებს, შეადარონ ისინი და შეარჩიონ საკუთარი საჭიროებების შესაბამისი მომსახურება.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო გადახდების ფუნქციონალსაც. განახლებულ სივრცეში მომხმარებლებს შეუძლიათ უფრო მარტივად მართონ გადახდები, შექმნან გადახდების ჯგუფები და რამდენიმე მოქმედებით შეასრულონ როგორც ერთჯერადი, ისე ყოველდღიური გადახდები. „გადახდის“ ღილაკიდან ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სერვისები - კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი, დაზღვევა და სხვა მომსახურებები, რომელთა მოძიება შესაძლებელია როგორც კატეგორიების, ასევე საძიებო ველის გამოყენებით.
ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის გადმოწერა შესაძლებელია შემდებ ბმულზე: https://shorturl.at/5Uh2V
თუ ჯერ არ ხართ ლიბერთის მომხმარებელი, გაიარეთ მარტივი ონლაინ რეგისტრაცია.
ლიბერთი ბანკის შესახებ :
2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.