ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სს ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. საბჭოს ახალი წევრი მო ლუ და დამოუკიდებელი წევრი ნინო ოხანაშვილი შეუერთდნენ. სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს მაგდა მაღრაძემ და მამუკა წერეთელმა.
სს ლიბერთი ბანკის განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: მურთაზ კიკორია (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდონარე) ბრუნო ბალვანერა, ნინო ოხანაშვილი და მო ლუ.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მო ლუ ფლობს საინფორმაციო სისტემებში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (Northwestern Polytechnic University, Fremont, CA) და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო). 2013 წლიდან დღემდე იგი არის ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი, ხოლო 2023 წლიდან - ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიული განვითრების საკითხებში.
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ნინო ოხანაშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრისა და მენეჯმენტის ევროპული სკოლის (ESM-თბილისი) მაგისტრის ხარისხებს. სხვადასხვა წლებში განათლება მიღებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვორტონის ბიზნეს სკოლასა (Wharton School) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
ნინო ოხანაშვილს საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო ბიზნესის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე კომპანია „ინსორსის“ დამფუძნებელი პარტნიორი. 2008 წლიდან მოღვაწეობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ორგანიზაციული განვითარებისა და HRM მიმართულებით. 2023 წლიდან ნინო ოხანაშვილი არის სს ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.