ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
თბილისი
სტანდარტული
16 ნოემბერი, 2026
ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ციფრული პლათფორმების განვითარების ჯგუფი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
მომხმარებლის საჭიროებებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალების კონცეფციების შემუშავება და მათი კომერციული პოტენციალის შეფასება (Business Case);
პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა — იდეიდან პროდუქტის გაშვებამდე;
პროდუქტის ბექლოგის ფორმირება, პრიორიტეტიზაცია და მართვა დეველოპმენტის გუნდთან თანამშრომლობით;
IT, UX/UI, რისკების, იურიდიულ, საოპერაციო და სხვა ბიზნესგუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
პროდუქტის ხარისხისა და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
პროდუქტის ბაზარზე გაშვების, გაყიდვებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა შესაბამის გუნდებთან ერთად;
პროდუქტის ეფექტიანობის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
პროდუქტის განვითარების პროგრესისა და მიღწეული შედეგების წარდგენა მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, IT-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით Product Manager-ის ან Product Owner-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
დეველოპმენტის გუნდთან თანამშრომლობის, პროდუქტის ბექლოგის მართვისა და პრიორიტიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
ციფრული პროდუქტის ან მნიშვნელოვანი ფუნქციონალის იდეიდან გაშვებამდე განვითარების გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
საბანკო ან ფინტექ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი კომპეტენციები:
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა — მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შემუშავება;
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები — სტეიქჰოლდერებთან ეფექტიანი თანამშრომლობა და ინტერესების შეთანხმება;
შედეგზე ორიენტირებულობა — პასუხისმგებლობის აღება და დასახული მიზნების მიღწევა;
დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი — ამოცანებისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
ადაპტირებადობა — ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და დინამიკურ გარემოში ეფექტიანი მუშაობა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.