ENG

მონაცემთა ინჟინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

19 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მონაცემთა ინჟინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, რისკების პროექტების მართვისა და მოდელირების დეპარტამენტი

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესების, პროცედურებისა და სისტემების ანალიზი;
  • ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ სპეციფიკაციებად ტრანსფორმაცია;
  • მონაცემთა სისტემების, პლატფორმებისა და პროცესების დანერგვაში მონაწილეობა;
  • მონაცემთა საცავში არსებული დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა;
  • მონაცემთა მოდელირების პროცესებში ჩართულობა;
  • მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა: ხარვეზების იდენტიფიკაცია, აღრიცხვა, ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • მონაცემთა ხარისხის ხარვეზების გასწორების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან და მონაცემთა მფლობელებთან;
  • მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი;
  • მონაცემთა ვალიდაციის წესების (Data marts) შექმნა, ჯობებისა და ალერტების მართვა;
  • პერიოდული რეპორტებისა და ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მათემატიკა ან მსგავსი მიმართულებით;
  • საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • სასურველია ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბიზნეს პროცესების ტექნიკური აღწერის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მონაცემთა მართვის, მონაცემთა ანალიზის/მონაცემთა ხარისხის კონტროლის მიმართულებით გამოცდილება;
  • ზოგადი ცოდნა მონაცემთა არქიტექტურისა და მონაცემთა ნაკადების შესახებ;
  • SQL, Power BI, Excel ცოდნა.

უნარები:

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და მართვა;
  • ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2026 წლის 19 თებერვლის  ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.