ENG

ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

04 დეკემბერი, 2026

აღწერა

ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს  ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ციფრული პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

 ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი, ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • ციფრული პროდუქტის განვითარების დაგეგმვა და მართვა, კონცეფციიდან რელიზამდე;
  • პროდუქტის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • პროდუქტის კომერციული მომგებიანობის (Feasibility)  შეფასება;
  • პროდუქტის ბექლოგის შექმნა და პრიორიტეტების მართვა;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
  • პროდუქტის ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • ციფრული პროდუქტების (web, mobile app) შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის გეგმის შემუშავების ცოდნა და გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • UX/UI გუნდთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:                                 

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება – ბაზრის ტენდენციების, მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესმონაცემების ანალიზის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა – მიზნების განსაზღვრის, პრიორიტეტების სწორად მართვისა და შედეგების მიღწევის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა – მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
  • გუნდური თანამშრომლობა და სტეიქჰოლდერების მართვა – სხვადასხვა გუნდთან ეფექტიანი კოორდინაციისა და საერთო მიზნებზე შეთანხმების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი – იდეებისა და გადაწყვეტილებების მკაფიოდ, არგუმენტირებულად წარდგენის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.