ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
17 დეკემბერი, 2025
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, მაკროეკონომიკისა და კვლევების ჯგუფი, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები:
ანალიზი, ბაზრისა და სექტორების კვლევები, რაც მოიცავს:
- საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სიახლეების მოძიებას, შეჯამებას და კოლეგებისთვის გაცნობას;
- ბანკის ფინანსური და ოპერაციული მონაცემების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში (მოგებიანობა, რისკები, ეფექტიანობა და სხვა);
- ბანკისთვის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მოვლენების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი შესაძლო გავლენის ანალიზი;
- ყოველთვიური მაკროეკონომიკური ნიუსლეთერისთვის მონაცემთა დამოუკიდებლად მოძიებას, ანალიზს და რეპორტის აწყობას;
- სექტორული კვლევების რეპორტების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღებას, დამოუკიდებლად მონაცემთა მოძიებას და ვიზუალიზაციას;
- საქართველოს საბანკო სექტორის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სტრატეგიული ცვლილებების ანალიზი;
- საბანკო პროდუქტების (მაგ. გზავნილები, გადახდების ბიზნესი და სხვა) დეტალური ანალიზი და პროგნოზირება;
- ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, ასევე რეგულაციების შესაძლო გავლენის შეფასება სხვადასხვა სექტორზე;
რას ველით შენგან?
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ან მათთან დაკავშირებულ მიმართულებაში;
- ეკონომიკის საბაზისო პრინციპების, მაკროეკონომიკური პროცესებისა და ფინანსური აღრიცხვის ძირითადი ცოდნა (მისაღებია უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა)
- Excel-ის, PowerPoint-ის და სხვა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიების, დამუშავების და სტრუქტურირების უნარს;
- ანალიტიკური უნარს.
უპირატესობად ჩაითვლება:
- Power BI ან სხვა მონაცემთა ვიზუალიზაციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- სტატისტიკურ პროგრამებთან (R, Python, Stata) საბაზისო ცოდნა ან სურვილი მათი შესწავლის;
- ბანკინგის სექტორთან ან ეკონომიკური კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სექტორული ან მაკროეკონომიკური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება (სტუდენტური პროექტებიც მისაღებია).
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.