ENG

სასამართლო დავების განყოფილების იურისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 დეკემბერი, 2025

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

სასამართლო დავების განყოფილება  აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, იურიდიულ დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასამართლოსა, არბიტრაჟში და დავის განხილვის სხვა შესაბამის ოეგანოებში ბანკის ინტერესების დაცვა;
  • საქმესთან დაკავშირებული საჭირო ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვება;
  • დაცვის საკითხთან დაკავშირებით განახორციელოს საკანონმდებლო კვლევა შესაბამისი რეგულაციების დასადგენად;
  • სამართალწარმოებისთვის მოამზადოს საჭირო დოკუმენტები-მოთხოვნა,განცხადება,სარჩელი,შესაგებელი და სხვა;
  • საჭიროების შემთხვევაში გაასაჩივროს სასამართლოს, არბიტრაჟის,აღსრულების ან სხვა ორგანოს გადაწყვეტილებები, განჩინებები და მოქმედებები;
  • მიმდინარე საქმეზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
  • მორიგების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია. 

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა:
  •            სამოქალაქო კოდექსი;
  •            სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  •            სააღსრულებლო წარმოების კანონმდებლობა და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
  •            საბანკო კანონმდებლობა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.