ENG

ფილიალის მმართველის მოადგილე - გურჯაანი

ადგილმდებარეობა

კახეთი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 ოქტომბერი, 2020

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის მოადგილის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: გურჯაანი.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალიალების მდებარეობიდან გამომდინარე, მოახდინოს დაკრედიტების პოტენციალის სწორი შეფასება და შესაბამისი საკადრო რესურსის  დაკომპლექტება;
  • იზრუნოს დაქვემდებარებული ფილიალების საკრედიტო ნაწილის  გამართულად მუშაობაზე და საკადრო რესურსის სამუშაო პირობების შექმნაზე საკრედიტო ნაწილში;
  • უზრუნველყოს  დაქვემდებარებული ჯგუფების საკრედიტო გეგმების შესრულება;
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე, იზრუნოს დაბალ რისკიანი პორტფელის შექმნაზე და პორტფელის მაჩვენებლების გაზრდაზე;
  • მოიზიდოს  პოტენციური კლიენტები და გაუწიოს სათანადო კოორდინირება მათი მომსახურების ხარისხს;
  • ბანკის არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის ზრდაზე ზრუნვა;
  • ფილიალის საქმიანობის (საოპერაციო/საკრედიტო/საკასო) წარმართვა ბანკის შიდა ინსტრუქციების და საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრული დაცვით, ფილიალის მენეჯერის მითითების, ან მისი არყოფნის შემთხვევაში;
  • განიხილოს და დაამტკიცოს საკრედიტო პროდუქტები დელეგირებული ლიმიტის ფარგლებში რომელიც შეთანხმებულია მენეჯმენტთან;
  • რისკების პრევენციის/შემცირების მიზნით, უზრუნველყოს საკრედიტო პორთფელის სისტემატური მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული ექსპერტების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, განსაზღვროს  სასესხო პროდუქტის დამუშავების მაქსიმალური ლიმიტი;
  • ფილიალის პოტენციალის გათვალისწინებით, გეგმა შესაბამისად გადაანაწილოს  დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
  • უზრუნველყოს პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება და ვიზიტების დაგეგმვა. დაქვემდებარებული თანამშრომლების გადამისამართება ლოკაციებზე პოტენციური კლიენტების მოსაზიდად;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების და გაფორმების სრული პროცესი, ყველა პროცესის და პროცედურის დაცვით;
  • უზრუნველყოს დაქვემდებარებული საკრედიტო მიმართულების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებასთან ერთად სწავლების დაგეგმვა; გუნდური მუშაობის სულისკვეთების ჩამოყალიბება;
  • მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი, გამოვლენა და მათი რეალიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს კლიენტთან ადგილზე ვიზიტი, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე მომსახურების გაკონტროლების მიზნით;
  • კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნით, წინასწარ აწარმოოს კლიენტებთან ინტერვიუები მათ მიერ მოთხოვნილი საკრედიტო პროდუქტის მიხედვით;
  • უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, მოახდინოს  შესაბამისი უზრუნველყოფის როგორც ვიზუალური დათვალიერება, ასევე დარწმუნდეს მის ხარისხობრივ მაჩვენებლებში;
  • უზრუნველყოს კლიენტის გადამისამართება არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების და მომსახურების ნაწილში, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • განსაზღვროს და დაგეგმოს საკრედიტო ოფიცრების შვებულების და დამხმარე საკადრო რესურსის არსებობა, ისე, რომ არ შფერხდეს კლიენტის მომსახურების პროცესი და ბანკს არ მიადგეს რეპუტაციული რისკი;
  • გააკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პროცესი და ხარისხი;               
  • პრობლემურ/უკმაყოფილო კლიენტებთან კომუნიკაცია და პრობლების მოგვარების უზრუნველყოფა;
  • საკუთარი ფუნქციების განხორციელების დროს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს უშუალო ხელმძღვანელთან და ბანკის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - საბანკო საქმე და ფინანსები;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში (სასურველია დაკრედიტების კუთხით) მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო საქმიანობის და საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კლიენტების მომსახურეობასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების ცოდნა;
  • დაკრედიტების ბაზრის და კლიენტურის ანალიზის/მონიტორინგის/მოზიდვის უნარები;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • ენერგიულობა;
  • სამართლიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისათვის; გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • ანალიზის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 15  ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას  "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქის/რაიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.