ENG

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ადგილმდებარეობა

იმერეთი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

30 დეკემბერი, 2021

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  ვაცხადებთ ვაკანსიას 24/7  საათიანი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა - ქუთაისი, აეროპორტის სერვის-ცენტრი #1.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინინუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია  უცხო ენების - რუსული, ინგლისურის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი:

  • I დღე -დილის 09:00-დან საღამოს 21:00 საათამდე;
  • II დღე - საღამოს 21:00-დან დილის 09:00 საათამდე;
  • III, IV დღე დასავენება;
  • V დღე კვლავ ვუბრუნდებით ჩვეულ გრაფიკს.

 

დამატებითი პირობები:

  • ანაზღაურება  625 ლარი (დარიცხული) + დანამატი ბონუსი.
  • თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ბანკი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია,, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.