ENG

უმცროსი იურისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

28 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ  ვაკანსიას სასამართლო დავების განყოფილების სისხლის სამართლის გუნდში, უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა - თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამართალდამცავ ორგანოებში წარსადგენად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე განცხადებების მომზადება;
  • საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა დათვალიერებაში ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა;
  • საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ბანკის შესაბამისი დეპარტამენტებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა;
  • დავის საგანთან დაკავშირებით ჩაატაროს საკანონმდებლო მოკვლევა და სამართალწარმოების მიზნით შეადგინოს მოთხოვნა, განცხადება, სარჩელი, აღძრას საქმე და ა.შ.
  • ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება;
  • სისტემატურად უზრუნველყოს საკანონმდებლო სიახლეების იდენტიფიცირება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და აღნიშნული ცვლილებების შესახებ ბანკის შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება;
  • სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობაში ბანკის ინტერესების წარმომადგენლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • სავალდებულოა შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა:
  1.             სისხლის სამართლის კოდექსი;
  2.             სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  3.             სამოქალაქო სამართლის კოდექსი;
  4.             ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი;
  5.             საბანკო კანონმდებლობა.
  • სასურველია სამუშაო ან სტაჟრების გამოცდილება იურიდიული მიმართულებით.

პიროვნული უნარები:     

  • ანალიტიკური აზროვნების უანრი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.