ENG

უფროსი კვლევის ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 ნოემბერი, 2025

აღწერა

 ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი კვლევის ანალიტიკოსის   პოზიციაზე  საბროკერო განყოფილებაში

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

        ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი, საბროკერო განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კვლევა და ანალიზი
    • კვლევითი სამუშაობის ჩარჩოს შექმნა (მეთოდოლოგია, მონაცემთა წყაროები, სტრუქტურა, ანგარიშების შაბლონები);
    • სიღრმისეული კვლევის ჩატარება საქართველოს ეკონომიკასა და ინდუსტრიების / სექტორების მიხედვით;
    • მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური ანალიზის შესრულება — მათ შორის საბაზრო ტენდენციების, ფინანსური მაჩვენებლების, კონკურენტული გარემოსა და რეგულაციური გავლენების შეფასება;
    • რაოდენობრივი და თვისობრივი მოდელების შექმნა შეფასებების, პროგნოზების და საინვესტიციო რეკომენდაციების მხარდასაჭერად;
    • კაპიტალის ბაზრის, საპროცენტო განაკვეთების და მაკროეკონომიკური ინდიკატორების მონიტორინგი საქართველოს კონტექსტში.
  • ანგარიშგება და ვიზუალიზაცია
    • მონაცემების შეგროვება და სტრუქტურირებული ბაზების შექმნა ოფიციალური, კომერციული წყაროებიდან;
    • ყველა კვლევითი მასალისა და მონაცემის სისტემური არქივის შექმნა და განახლება;
    • სიღრმისეული კვლევითი ანგარიშების მომზადება მკაფიო სტრუქტურითა და ღრმა ანალიტიკით;
    • მოკლე მიმოხილვების, დიაგრამებისა და ვიზუალური დეშბორდების შექმნა როგორც შიდა, ისე გარე მომხმარებლებისთვის;
    • მონაცემების ვიზუალიზაცია Excel-ის, Power BI-ის, ან სხვა შესაბამის ინსტრუმენტების გამოყენებით;
    • კვლევითი შედეგების პრეზენტაცია მენეჯმენტისა და კორპორატიული კლიენტებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ან შესაბამის სპეციალობაში (სასურველია CFA ან მსგავსი სერტიფიკატი);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო კვლევაში, ეკონომიკურ ან სექტორულ ანალიზში ან ფინანსურ ინსტიტუტებში;
  • ფინანსური მოდელირების, მონაცემთა ანალიზისა და კვლევითი ანგარიშების შედგენის  ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (რუსული — დამატებითი უპირატესობა);
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური სიზუსტე და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:                         
  • პრეზენტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
 
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  career@libertybank.ge  2025 წლის  11 ნეომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემშეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.