ENG
ვადიანი ანაბარი

მაღალი სარგებელი, დანაზოგის საიმედო დაცვა და სარგებლის ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს მიღება

ვადიანი ანაბარი ინვესტიციის დაბალრისკიანი ალტერნატივაა ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც იზრდება ანაბრის ვადისა და თანხის ზრდასთან ერთად. ვადიანი ანაბარი გაძლევთ შესაძლებლობას, ანგარიშზე დარიცხული სარგებელი მიიღოთ ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად, თქვენი სურვილისამებრ, ბანკსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

ვადიანი ანაბრის ძირითადი პირობები:

  • ანაბრის გახსნა - უფასო
  • ანაბრის ვადა - 3-დან 24 თვის ჩათვლით (ლარი, ა.შ.შ. დოლარი) / 6-დან 24 თვის ჩათვლით (ევრო)
  • ანაბრის ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი/ევრო
  • მინიმალური თანხა ანაბრის გასახსნელად - 100 ერთეული
  • საპროცენტო სარგებლის მიღების სიხშირე - ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
  • ანაბარზე თანხის დამატება - შეუძლებელია
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული

 

ვადიანი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთები სარგებლის ვადის ბოლოს გატანის  შემთხვევაში:

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 10.50% 10.92% 0.35% 0.35%    
4 10.50% 10.87% 0.35% 0.35%    
5 10.50% 10.82% 0.35% 0.35%    
6 10.70% 10.98% 0.50% 0.50% 0.40% 0.40%
7 10.70% 10.94% 0.50% 0.50% 0.40% 0.40%
8 10.70% 10.89% 0.50% 0.50% 0.40% 0.40%
9 10.90% 11.04% 0.60% 0.60% 0.80% 0.80%
10 10.90% 10.99% 0.60% 0.60% 0.80% 0.80%
11 10.90% 10.94% 0.60% 0.60% 0.80% 0.80%
12 11.10% 11.10% 0.75% 0.75% 1.50% 1.50%
13-17 11.10% 11.05% 0.75% 0.75% 1.70% 1.70%
18 11.50% 11.19% 0.90% 0.90% 1.80% 1.79%
19-24 11.85% 11.47% 1.00% 1.00% 2.00% 1.99%


 

სარგებლის ყოველთვიურად გატანის  შემთხვევაში:

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 10.40% 10.91% 0.35% 0.35%    
4 10.40% 10.91% 0.35% 0.35%    
5 10.40% 10.91% 0.35% 0.35%    
6 10.45% 10.96% 0.50% 0.50% 0.30% 0.30%
7 10.45% 10.97% 0.50% 0.50% 0.30% 0.30%
8 10.45% 10.96% 0.50% 0.50% 0.30% 0.30%
9 10.50% 11.02% 0.60% 0.60% 0.50% 0.50%
10 10.50% 11.02% 0.60% 0.60% 0.50% 0.50%
11 10.50% 11.02% 0.60% 0.60% 0.50% 0.50%
12 10.55% 11.08% 0.75% 0.75% 1.30% 1.31%
13-17 10.55% 11.08% 0.75% 0.75% 1.40% 1.41%
18 10.65% 11.19% 0.85% 0.85% 1.50% 1.51%
19-24 10.70% 11.24% 1.00% 1.00% 1.60% 1.61%

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მითითებულია შემდეგი დაშვებით: მეანაბრე ანაბარზე ათავსებს 1,000.00 (ლარს, აშშ დოლარს, ევროს) 2018 წლის 01 იანვარს და საპროცენტო სარგებელი გააქვს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში.  მოცემულია მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. ანაბრის ეფექტური პროცენტი დათვლილია ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.

ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

  • ლარში: 1.00%;
  • აშშ დოლარში: 0.15%.
  • ევროში: 0.00%

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.