ENG
ბიზნეს ოვერდრაფტი

თუ გჭირდება საკუთარი ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ან დროებითი ფულადი დეფიციტის შევსება, ლიბერთის ბიზნეს ოვერდრაფტი გაძლევს შესაძლებლობას, ისარგებლო მოქნილი საკრედიტო ლიმიტით და მოარგო დაფინანსება შენი კომპანიის ფულად ნაკადებს. ოვერდრაფტის თანხის დაფარვა ან შემცირება ხდება ავტომატურად, ანგარიშზე ჩარიცხული თანხით.

მიზნობრიობა:

  • ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება
  • მოკლევადიანი საბრუნავი ხარჯების დაფინანსება
მომხმარებელი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ინდ. მეწარმე
სესხის თანხა

10 000 ლარიდან - მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კლიენტის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;

ვალუტა

GEL, USD, EUR

  • 750 000 ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
წლიური საპროცენტო განაკვეთი

GEL 12.0%- დან, USD 8%- დან, EUR 7%- დან.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

GEL 13.5%- დან, USD 8.8%- დან, EUR 7.8%- დან

ვადა

მინ 3 თვე - მაქს 240 თვე

უზრუნველყოფა

უძრავი ქონება, ბიზნეს პარტნიორების თავდებობა ან თანამსესხებლობა;

საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ან ინდექსირებული;

დაფარვის გრაფიკის ტიპი

არასტანდარტული;

  • პროცენტი ყოველთვიურად, ძირი - ვადის ბოლოს;
  • პროცენტი ყოველთვიურად თანაბარი ან არათანაბარი გადახდებით, ლიმიტის შემცირებით;
სესხის გაცემის საკომისიო 0,5% დან;
კრედიტინფოში გადამოწმების საკომისიო

არაუმეტეს 20 ლარი, 10 აშშ დოლარი, 5 ევრო;

ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო

სესხის მომსახურე ანგარიშის ტარიფების შესაბამისად;

იპოთეკით რეგისტრაციის/ გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 157 ლარი;

ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი

50,000 ლარამდე სესხებზე:

  • ვადაგადაცილების ერთჯერადი პირგასამტეხლო - 20 (ოცი) ლარი, ყოველი ვადაგადაცილების პირველ დღეს;
  • ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო: ვადაგადაცილებული თანხის (ძირი და პროცენტი) 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

50’000 ლარს ზემოთ სესხებზე:

  • ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო : ვადაგადაცილებული თანხის (ძირი და პროცენტი) 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.


ყოველდღიური პირგასამტეხლოსთვის, ვადაგადაცილების პერიოდში დაკისრებული ჯამური ხარჯი არ გადააჭარბებს ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ხელშეკრულების ვადა და კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული მაქსიმალური საკომისიო:

  •  6-12 თვე: 0.5%; 0- 6 თვე - 0%;


კრედიტის ვადა და საკომისიო ინდექსირებული განაკვეთისთვის: 

  • 6 თვე: 0.5% 0-6 თვე: 0%;


კრედიტის ვადა და საკომისიო ცვლადი განაკვეთისთვის: 

  • 6-12 თვე - 0,5%; 0-6 თვე: 0%.

 

სხვა ბანკიდან რეფინანსირება -  საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის შესაბამისად.

 

ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე:  https://bit.ly/3BwYxdv

  • კლიენტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმის უფლება შეზღუდულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“
  • უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვან რისკის წინაშე აყენებს.
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
  • ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვან რისკის წინაშე აყენებს.
  • საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.