ENG
საკრედიტო ხაზი

თუ გაქვს ბიზნესი და გჭირდება მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსება ან მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ლიბერთის საკრედიტო ხაზი გაძლევს შესაძლებლობას, ისარგებლო მოქნილი საკრედიტო ლიმიტით და დაფინანსება მოერგოს შენი კომპანიის ფულად ნაკადებს.

საკრედტო ხაზის მიზნობრიობა:

  • საბრუნავი საშუალებების დაფინანსება;
  • მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსება;
  • მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.

 

მომხმარებელი ფიზიკური პირი (მათ შორის  ინდ. მეწარმე), იურიდიული პირი. 
სესხის თანხა 30 000 ლარიდან - 6 000 000 ლარამდე
ვალუტა

GEL, USD, EUR

750 000 ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ
ვალუტაში

წლიური საპროცენტო განაკვეთი

GEL 12.0%- დან, USD 8%- დან, EUR 7%- დან.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი GEL 13.5%- დან, USD 8.8%- დან, EUR 7.8%- დან.
ვადა მინ 3 თვე - მაქს 12 თვე;
უზრუნველყოფა უძრავი ქონება; საკრედიტო საგარანტიო სქემა; სატრანსპორტო საშუალებები; ავტომანქანა; კომპანიის ძირითადი საშუალებები; დეპოზიტზე განთავსებული თანხა; დანადგარები; საბანკო/სადაზღვევო კომპანიის გარანტია; ბიზნეს პარტნიორ(ებ)ის (ასეთის არსებობისას) თავდებობა ან თანამსესხებლობა სავალდებულოა;
საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული;

აუთვისებელი ძირის პროცენტი 2%;
დაფარვის გრაფიკის ტიპი

არასტანდარტული:

  • პროცენტი ყოველთვიურად, ძირი - ვადის ბოლოს;
  • პროცენტი ყოველთვიურად თანაბარი ან არათანაბარი გადახდებით, ლიმიტის შემცირებით;
სესხის გაცემის საკომისიო 0,5% - დან
კრედიტინფოში გადამოწმების საკომისიო

არაუმეტეს 20 ლარი, 10 აშშ დოლარი, 5 ევრო;

ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო

სესხის მომსახურე ანგარიშის ტარიფების შესაბამისად;
იპოთეკით რეგისტრაციის/გაუქმების ხარჯი ერთეულ ქონებაზე 157 ლარი;
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის/გაუქმების ხარჯი ერთეულ ქონებაზე 110 ლარი;
ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი: 

50,000 ლარამდე სესხებზე:

  • ვადაგადაცილების ერთჯერადი პირგასამტეხლო - 20 (ოცი) ლარი, ყოველი ვადაგადაცილების პირველ დღეს;
  • ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო: ვადაგადაცილებული თანხის (ძირი და პროცენტი) 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

50’000 ლარს ზემოთ სესხებზე:

  • ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო : ვადაგადაცილებული თანხის (ძირი და პროცენტი) 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.


ყოველდღიური პირგასამტეხლოსთვის, ვადაგადაცილების პერიოდში დაკისრებული ჯამური ხარჯი არ გადააჭარბებს ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ხელშეკრულების ვადა და კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული მაქსიმალური საკომისიო:

  • 6-12 თვე: 0.5%; 0- 6 თვე: 0%;


კრედიტის ვადა და საკომისიო ინდექსირებული განაკვეთისთვის: 

  • >6 თვე: 0.5% 0-6 თვე: 0%;


კრედიტის ვადა და საკომისიო ცვლადი განაკვეთისთვის: 

  • 6-12 თვე - 0,5%; 0-6 თვე - 0%

 

]სხვა ბანკიდან რეფინანსირება -  საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის შესაბამისად.

 

ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე:  https://bit.ly/3BwYxdv

  • კლიენტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმის უფლება შეზღუდულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“
  • უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვან რისკის წინაშე აყენებს.
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
  • ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვან რისკის წინაშე აყენებს.
  • საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.