ENG
ელექტრონული კომერცია

გაზარდეთ გაყიდვები და გააუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი ლიბერთი ბანკის ელ კომერციის მომსახურებასთან ერთად

ელ.კომერცია

ლიბერთი ბანკი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს გთავაზობთ ელექტრონული კომერციის მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ვებ გვერდის საშუალებით გაყიდული პროდუქციის, ან გაწეული მომსახურების საფასურის გადახდები მიიღოთ როგორც საერთაშორის სისტემების Visa, MasterCard, UnionPay, ასევე ლოკალური ბარათებით.

 ლიბერთი ბანკის ელექტრონული კომერციის მომსახურების საშუალებით:

  • თქვენი ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
  • დაზოგავთ ნაღდი ფულის ნაკადების მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს
  • ისარგებლებთ ავტომატური გადახდის სერვისით, რაც გულისხმობს, ბარათით ერთხელ გადახდის შემთხვევაში, შემდგომი გადახდების ავტომატურად ჩამოჭრის ფუნქციას
  • ისარგებლებთ მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგიით 3D secure
  • უფასოდ შეძლებთ მარტივ ინტეგრაციას და გექნებათ მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა.
  • მიიღებთ ტრანზაციების შესახებ დეტალური ინფორმაციას თქვენთვის სასურველი სიხშირით - ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად
  • გადახდილი თანხები თქვენს ანგარიშზე აისახება არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა

ლიბერთი ბანკის ელექტრონული კომერციით გადახდების მიღებისას ისარგებლებთ შეღავათიანი ტარიფით ლიბერთი ბანკის, პარტნიონი ბანკების და პარტნიორი საგადასახადო პროვაიდერების მიერ გამოშვებული ბარათებით ანგარიშსწორებისას.

თუ გსურთ თქვენს ვებგვერდზე ლიბერთის ელექტრონული კომერციის ინტეგრაცია, შეავსეთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით: 0322 55 55 00.

თუ არ გაქვთ ონლაინ მაღაზია, განათავსეთ თქვენი პროდუქცია onoff.ge-ზე განსაკუთრებული პირობებით.

თუ ჯერ არ გაქვთ ლიბერთიში ბიზნეს ანგარიში, გთავაზობთ რეგისტრაციის სერვისს, რომლის საშუალებითაც დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კომპანიის ბიზნეს ანგარიში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - libertybusiness.ge ბიზნეს ანგარიშის გახსნისას, თქვენ ავტომატურად გაგიაქტიურდებათ ინტერნეტ ბანკი და საჩუქრად მიიღებთ ბიზნეს ბარათს. ასევე, შეგიძლიათ გაიაქტიუროთ სმს ბანკის სერვისიც.

შეავსე განაცხადი

SMS კოდი

{{form.settings.resultMessage}}

{{form.settings.resultMessage}}