ENG
დოკუმენტური ინკასო

სს „ლიბერთი ბანკი“ გთავაზობთ დოკუმენტური ინკასოს რომელიც უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმაა და ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო გარიგების დროს

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც იმპორტიორს და ექსპორტიორს ერთმანეთთან ბიზნეს ურთიერთობის გამოცდილება აქვთ და გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი.

დოკუმენტური ინკასოთი სარგებლობისას სავაჭრო გარიგების მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი გარემოებები:

  • იმპორტიორის გადახდისუნარიანობა და გადახდის სურვილი არ უნდა იყოს საეჭვო;
  • იმპორტიორის ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო;
  • იმპორტიორის ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სავალუტო კონტროლთან ან იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები;
  • დოკუმენტური ინკასოს საშუალებით ანგარიშსწორება მარტივი და იაფია, ხშირ შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება უფრო სწრაფად ვიდრე საქონლის კონსიგნაციით მიწოდებისას (ღია ანგარიშით ანგარიშსწორება);
  • ხშირ შემთხვევაში ექსპორტიორს აქვს საშუალება შეინარჩუნოს მიწოდებულ პროდუქციაზე კონტროლი, მყიდველის მიერ თანხის გადახდის ან თამასუქის აქცეპტამდე;
  • დოკუმენტური ინკასოს შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა რეგულირდებოდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესებით (აღნიშნული წესების შესრულება სავალდებულოა ტრანზაქციაში მონაწილე ყველა მხარისთვის, მათ შორის იმპორტიორის და ექსპორტიორის ბანკებისთვისაც);
  • დოკუმენტური ინკასოთი ანგარიშწორებისას, ბანკს არ ეკისრება თანხის გადახდის პასუხისმგებლობა და ასევე ბანკი არ არის ვალდებული შეამოწმოს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შინაარსი და/ან ავთენტურობა.   

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: documentary.sales@lb.ge