ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
განათავსეთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ლარში, აშშ დოლარში, ევროში, ან გირვანქა სტერლინგში ისარგებლეთ მოქნილი პირობებით და მაღალი სარგებლით
ანაბრის პირობები:
·
საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხორციელდება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურზე, ანუ ხელუხლებელ თანხაზე;
ანაბარი „შემნახველი მეტის“ წლიური საპროცენტო განაკვეთი:
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| ლარი | 7.5% | 0.75% |
| აშშ დოლარი | 0.50% | 0.05% |
| ევრო | 0.25% | 0.03% |
| გირვანქა სტერლინგი | 0.10% | 0.01% |
ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულების, სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის მოქმედებს განსაკუთრებული პირობა: +2% ლარის ვალუტაში გახსნილ ანაბარზე.
გახდი სტუდიო
*ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაანგარიშებულია ანაბრის გახსნიდან ერთწლიან პერიოდზე იმ დაშვებით, რომ თვის განმავლობაში ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს საშუალოდ 1000 (ათასი) ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი 100 (ასი) ერთეულს.
ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406;
„2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო. შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.