ENG
მობაილ ბანკი

მართეთ თქვენი ფინანსები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

მობაილ ბანკი გაძლევთ საშუალებას ბანკში მიუსვლელად, თქვენი სმარტფონის გამოყენებით მიიღოთ სრული საბანკო მომსახურება.

მობაილ ბანკით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტ ბანკის მომსახურება. თუ ჯერ არ სარგებლობთ ამ მომსახურებით, გაიარეთ რეგისტრაცია დისტანციურად: https://ibank.pay.ge/MActivation/StepOne

მობაილ ბანკში თქვენ შეძლებთ:

  • გამოიყენოთ მარტივი ავტორიზაციის მეთოდი - პინ კოდით ან თითის ანაბეჭდით ავტორიზაცია
  • მართოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და ანაბრები
  • გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა ნებისმიერ ქართულ ან უცხოურ ბანკში
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები. გააერთიანოთ ხშირად მოხმარებადი გადასახადები კალათებში და ერთი კლიკით დაფაროთ ყველა ვალდებულება
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები
  • მიიღოთ და გაგზავნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილები
  • შეავსოთ მობილურის სასაუბრო დრო
  • გამოიწეროთ ყოველთვიური ამონაწერი თქვენი ანგარიშებიდან
  • დააკონვერტიროთ თანხა უცხოურ ვალუტაში
  • მოძებნოთ ლიბერთი ბანკის ბანკომატები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ფილიალები და თქვენთან ახლოს მდებარე სხვა სერვის ცენტრები
  • ისარგებლოთ დამატებითი საბანკო ოპერაციებით