ENG

ბანკის ფილიალების კონსტრუქციული შემოწმების სამუშაოების შესყიდვაზე

დასახელება

ბანკის ფილიალების კონსტრუქციული შემოწმების სამუშაოების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

09 სექტემბერი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
ბანკის ფილიალების  კონსტრუქციული შემოწმების სამუშაოების შესყიდვა
 
 
2019 წელი  
 
 
1. შესყიდვის ობიექტი 
1. ბანკის ფილიალების  კონსტრუქციული შემოწმების სამუშაოების შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი N 1) შესაბამისად;
 
შენიშვნა:  დანართი N 1-ში მითითებული ფილიალები უნდა შემოწმდეს კონსტრუქციულად და მომზადდეს დასკვნა, კერძოდ მოწმდება: საძირკველი, საყრდენი კედლები, გადახურვის ფილა, სახურავი, კოლონები და ყველაფერი რაც მდგრადობასთანაა კავშირში.
 
 პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი (დედანი);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი N1) მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
4.2 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.3 ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ფორმა N2-ის, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში. მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს;
4.4 ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტია;
 
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.4 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
5.5 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის მოწმობა;
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
6.2 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 09 სექტემბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.3 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ბანკის ფილიალების  კონსტრუქციული შემოწმების სამუშაოების შესყიდვა). 
6.4 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე-შესყიდვების მენეჯერი  გიორგი მდივნიშვილი ელ-ფოსტა: : giorgi.mdivnishvili@lb.ge  მობ: 551 888 398;