ENG

დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

დასახელება

დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

07 ნოემბერი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვა
 
 
2019 წელი
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 ცენტრალური ფილიალის (მდებარე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების  შესყიდვა თან დართული დანართების (დანართი N 1; დანართი N 2შესაბამისად - ლოტი #1.
2.2 ცენტრალური ფილიალის (მდებარე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) რემონტის შემდგომ გენერალური დასუფთავება - ლოტი #2.
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
3.1 წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
3.2 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
3.3  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი  მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 
4. ზოგადი პირობები
4.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
4.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
4.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
4.4  წინადადებები განიხილება ლოტების მიხედვით და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
 
5. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
5.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ნოემბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი.  ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
5.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც 
      მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია,  
      სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი დასუფთავების მომსახურების  შესყიდვაზე).
5.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200.
 
6. დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის ყოველდღიურ დასუფთავებაზე
მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ ასევე დაუგეგმავ  ვიზიტებს ობიექტებზე, ხარისხის  კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
დამლაგებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბანკთან წინასწარ შეთანხმებული უნიფორმით;
კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის იატაკის, ხალიჩების (რბილი  იატაკი) ავეჯის ზედაპირის (ქიმწმენდა) საწმენდი თანამედროვე აპარატები;
სათაო ოფისის დალაგების გრაფიკი და მოთხოვნები განისაზღვრება დანართი #1-ის შესაბამისად;
დასუფთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ყველა ობიექტის ჰიგიენური და ქიმიური საწმენდი საშუალებებით მომარაგებას გარდა ხელსაწმენდი, ჰიგიენური  ქაღალდის და საპნის;
 
დამატებითი ინფორმაცია
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება;
პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე მოახდინოს დასასუფთავებელი ტერიტორიის დეტალური დათვალიერება. წინასწარ დაუკავშირდით სატენდერო წინადადებაში მითითებულ საკონტაქტო პირს; 
ჰიგიენური ქაღალდით და თხევადი საპნით სათაო ოფისის, ფილიალების და სერვის ცენტრების მომარაგებას უზრუნველყოფს ბანკი;