ENG

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

დასახელება

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

14 თებერვალი, 2020

აღწერილობა

სს  „ლიბერთი  ბანკი “ აცხადებს  ტენდერს  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს ბანკში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას. 
კერძოდ:
რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და ბანკის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან ბანკის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა .
 
ბანკში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა  :
თბილისი - 3000 მდე
რეგიონი - 3000 მდე
 
ბანკის მომსახურეობის ობიექტები, სხვადასხვა დანიშნულების ფილიალები  და  ოფისები :
თბილისი - სხვადასხვა მომსახურეობის ობიეტი - 104 ერთეული;
თბილისი - მოძრავი მომსახურეობის ობიექტი  (ავტომანქანა) – 10 ერთეული;
თბილისი - სხვადასხვა  დანიშნულების ოფისი - 4 ერთეული;
რეგიონი -  სხვადახსვა მომსახურების ობიექტი  - 245 ერთეული;
რეგიონი - მოძრავი მომსახურების ობიექტი (ავტომანქანა) – 92 ერთეული;
რეგიონი - სხვადასხვა  დანიშნულების ოფისი - 2 ერთეული;
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 14 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე  მობ:  595 901 200, ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge; 
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის  21  პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
მომსახურების ჯამური ღირებულება: 
 
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.