ENG

ტენდერი ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩატარებაზე

დასახელება

ტენდერი ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩატარებაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

14 თებერვალი, 2019

აღწერილობა

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას  სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში.
2019 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.  ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. საპროექტო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი იხილეთ შემდეგ  ლინკზე: https://we.tl/t-nhKlZnTB0Z
 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ სამი წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მოცულობები, ფოტომასალა, მინიმუმ სამი პროექტი;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2019 წ.  17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,ი. ჭავჭავაძის #74, (0162)  სს”ლიბერთი ბანკი”. 
 
გთხოვთ შემოთავაზებები  მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა  ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩასატარებლად)
საკონტაქტო პირი: შორენა   თავაძე  მობ: 595 90 12 00; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge