ENG

ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე

დასახელება

ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

01 აპრილი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
 
 
 
სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთება
 
 
 
 
 
 
2019 წელი
 
 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი

 

1.1 სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთება 3 ლოტად (დანართი N 1; დანართი N 2; დანართი N 3) მიხედვით:
 
  • ლოტი N 1 (სპლიტ კონდიციონერები);
  • ლოტი N 2 (კასეტური კონდიციონერები);
  • ლოტი N 3 ( არხული ვენტილაცია);
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები (ბოლო ერთი თვის);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3 );
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

 

შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს დანართი N4-ში , მითითებული მისამართების შესაბამისად;  მომსახურების პერიოდში შესაძლებელია მისამართების  მცირედი დაკორექტირება;

 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

 

5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N5) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 ტენდერის სამივე ლოტში გამარჯვებულმა კომპანიამ:
ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში არსებული კონდიციონერების დიაგნოსტიკა დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირებული დაზიანების შესახებ, შემსრულებელმა უნდა აცნობოს ბანკის წარმომადგენელს და თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება ფასების ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად;
ფილიალების ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია დანართებში;
6.2 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
6.3 გამარჯვებულ კომპანიათან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე;
6.4 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ერჯერადად, ტენდერში მითითებული პირობის და ვადების შესაბამისად;
6.5 დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, კომპანია ვალდებულია მოემსახუროს ბანკს მოთხოვნის საფუძველზე,  მოთხოვნის გაგზავნიდან თბილისში - 24 საათის განმავლობაში, რეგიონში - 48 საათის განმავლობაში, დაადგინოს დაზიანების მიზეზი და  ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად მოახდინოს მათი აღმოფხვრა;
6.6 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის  01 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.7 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე).
6.8 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@libertybank.ge; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@libertybank.ge