ENG
31 ოქტომბერი, 2013

მსოფლიო დაზოგვის დღეს ლიბერთი ბანკი უკვე მეორედ აღნიშნავს

დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 31 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყო და 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი