ENG
09 ოქტომბერი, 2009

სს “სახალხო ბანკი” პედაგოგების დაკრედიტების პროგრამის განახლების შესახებ აცხადებს

დღეს სს “სახალხო ბანკმა” პედაგოგების დაკრედიტების პროგრამის განახლების შესახებ განაცხადა. ამ პროგრამის ფარგლებში სს “სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართული სკოლების პედაგოგები შეძლებენ ყოველთვიური ხელფასის სამმაგი ოდენობის, ერთ წლამდე ვადით სესხების მიღებას. აღსანიშნავია, რომ პედაგოგების დაკრედიტების პროგრამა სს “სახალხო ბანკმა” ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პროგრამით გათვალისწინებული სესხები მასიურად არ გაიცემოდა. დღესდღეობით საქართველოში 2,044 საჯარო სკოლაა, აქედან 1,573 სკოლა სს “სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაშია ჩართული. “მოხარული ვარ, რომ სს “სახალხო ბანკმა” პედაგოგების დაკრედიტების პროგრამა განაახლა. ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენი ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული დაახლოებით 30,000 მასწავლებელი მთელს საქართველოში შეძლებს სესხების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო სკოლები ჩაერთვებიან სს “სახალხო ბანკის” სახელფასო პროგრამაში, მათთან მომუშავე პედაგოგებიც შეძლებენ ისარგებლონ სპეციალურად მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ამ სესხებით”, აღნიშნა სს “სახალხო ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.