ENG
23 ივლისი, 2010

სექტემბრიდან ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარს ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებს

დღეს ლიბერთი ბანკმა ცენტრალურ ფილიალში გამართა ინოვაციური პროდუქტის Gift Card პრეზენტაცია. პროდუქტის შეთავაზებას ბანკი 2010 წლის სექტემბრიდან გეგმავს.
 
ლიბერთი ბანკის ახალი პროექტი წარმოადგენს სასაჩუქრე ბარათს, რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია ათზე მეტი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი. მათი რიცხვი 2010 წლის სექტემბრამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება.