თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა და მის გამოყენებას ვეღარ ახერხებ, ჩვენ შენთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - პინის განულება და შემდეგ ახლის დაყენება, უკვე ბანკომატებიდან, ბარათის გარეშე გახდა შესაძლებელი. 
 
რა დაგჭირდება ბანკომატიდან პინის გასანულებლად?
 
- პირადი ნომერი
 
- ბარათის ბოლო 4 ციფრი
 
- ბანკში დაფიქსირებული აქტიური საკონტაქტო ნომერი
 
 
როგორ გაანულო პინი უბარათოდ ბანკომატიდან?
 
- იპოვე უახლოესი ბანკომატი
 
- მთავარ გვერდზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში, დააჭირე ოპერაციების უკონტაქტოდ შესრულებას
 
- აირჩიე სასურველი ენა
 
- დააჭირე ღილაკს „პინის განულება“
 
- ჩაწერე შენი პირადი ნომერი
 
- მიუთითე იმ ბარათის ბოლო ოთხი ციფრი, რომელზეც გსურს პინის განულება
 
- შეიყვანე SMS კოდი, რომელიც შენს საკონტაქტო ნომერზე მიიღე
 
- პინ კოდი განულებულია, შეგიძლია ახალი დააყენო!
 
 
გაითვალისწინე
 
- დამადასტურებელი SMS კოდის 3-ჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება
 
- თუ ბარათის ბოლო 4 ციფრს ან პირად ნომერს არასწორად შეიყვან, ვერ შეძლებ ოპერაციის შესრულებას
 
- თუ ბანკში არ გაქვს დაფიქსირებული საკონტაქტო ნომერი, ვერ მიიღებ SMS კოდს ოპერაციის დასასრულებლად
 
- თუ შეყვანილი ბარათის ბოლო 4 ციფრით ერთზე მეტი აქტიური ბარათი გაქვს, ვერ შეძლებ პინის ბანკომატიდან უბარათოდ აღდგენას