ლიბერთის და მასტერქარდის ერობლივი გათამაშება დაიწყო. განახორციელე მინიმუმ 20 ლარიანი ტრანზაქცია ლიბერთის Mastercard-ის ბარათით და ავტომატურად გახდი ყველაზე ეკო-მეგობრული გათამაშების მონაწილე. გათამაშება 31 აგვისტომდე გრძელდება და შანსი გაქვს მოიგო მანქანა, მოპედი ან სკუტერი.
Mastercard-ი ეკო-საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოველი გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციისთვის სიმბოლურ თანხას გადარიცხავს ეკო-საქველმოქმედო ფონდში, მწვანე ნარგავების დედამიწის მასშტაბით გავრცელების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს გარემოზე ზრუნვას.
გათამაშების საპრიზო ფონდი:
 
	
		
			| პრიზი | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) | ჯამური ღირებულება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) | 
		
			| ავტომანქანა "ტოიოტა  C-HR 2020" | 1 | 101.515.00 ლარი | 101.515.00 ლარი | 
		
			| ელეტრო სკუტერი "RKS G48" | 8 | 1.250.00 ლარი | 10.000.00 ლარი | 
		
			| ელექტრო მოპედი RKS GT3" | 10 | 3.625.00 ლარი | 36.250.00 ლარი | 
	
გათამაშების ჩატარების ვადები:
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით
- გამარჯვებული გამოვლინდება 13 სექტემბერს
გათამაშებაში მონაწილე პირები:
- საქართველოს რეზიდენტი 18 წელს ზემოთ პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოში გაცემულ Mastercard-ის ბრენდის ბარათებს
- გათამაშების პერიოდში განახორციელებენ მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას საქართველოში გაცემული ბარათით POS ტერმინალებზე და ასევე ონლაინ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
- Სრულად ეთანხმებიან გათამაშების წესებსა და პირობებს
გათამაშების ჩატარების მექანიკა:
- საქართველოს რეზიდენტი  რომელიც საქართველოში გაცემული Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით განახორციელებს მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების მეშვეობით, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე.
- გათამაშების პერიოდის განმავლობაში ტრანზაქციათა რაოდენობა შეუზღუდავია და დამოკიდებულია „გათამაშების მონაწილეთა“ აქტიურობაზე.
- ყოველ გადახდილ 20 ლარსა და განხორციელებულ ერთ ტრანზაქციაზე გათამაშების მონაწილეს ენიჭება ერთი ბილეთი.
- ერთი დღის განმავლობაში ერთიდაიგივე წყაროდან - POS ტერმინალიდან შესაძლოა მხოლოდ 3 გადახდის აღრიცხვა გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციად.
- გათამაშების მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი რაოდენობის Mastercard-ის ბრენდის ნებისმიერი ბარათი.
- გათამაშების მონაწილეს, მის ანგარიშზე არსებული ბილეთების რაოდენობის გაგება შეუძლია კონკრეტული ბარათის საბანკო ამონაწერით: თითოეულ 20 ლარისა და ზემოთ ტრანზაქცია უტოლდება 1 (ერთი) ბილეთს.
გათამაშების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით  ბმულზე.