ENG

ლიბერთი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

10 აპრილი, 2020

ლიბერთი  პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

დაწვრილებით