ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ახალი პროგრამის - ‘ბიზნეს უნივერსალის’ მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება.
პროგრამის „ბიზნეს უნივერსალი“ მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
დასაფინანსებელი ბიზნეს საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში.
გარკვეულ ბიზნეს მიმართულებებს პროცენტის თანადაფინანსებასთან ერთად, საშუალება აქვთ მიიღონ კომერციულ ბანკში დამტკიცებული სესხის 15%, არაუმეტეს 500 000 ლარი, გრანტის სახით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე: www.enterprisegeorgia.gov.ge
გაეცანით პროგრამის ხელშეკრულებას: https://bit.ly/3QLq53a
დანართი 1: https://bit.ly/3qEiJnp
დანართი 2: https://bit.ly/3Li3Qkm
ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3BwYxdv