ENG
07 ნოემბერი, 2023

ქრისტინე მორჩილაძეს ახალი მიზანი

ქრისტინე მორჩილაძეს ახალი მიზანი

 

ჩვენი საქმიანობა მამაჩემის ინიციატივით დაიწყო, რომელმაც მთელი ოჯახი დაგვაინტერესა და ერთი იდეის გარშემო გაგვაერთიანა. 2019 წელს, მამამ ჩამოაყალიბა დისტილერია, სადაც ხილისგან ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდა. ეტაპობრივად, ხილის გადამუშავების დანადგარები რომ შეიძინა, დაებადა აზრი, ხილისგან დამზადებული სხვა პროდუქტებიც გვეწარმოებინა. თავდაპირველად, ჯემები და წვენები გავაკეთეთ და ექსკლუზიურად „აუგუსტის“ ქსელში ვყიდდით.

ოჯახის წევრებს სხვადასხვა როლი გვაქვს შეთავსებული და ერთმანეთს ვავსებთ. მაგალითად, მე მარკეტინგის მიმართულებით ვარ ჩართული, ჩემი და - ფინანსების კუთხით და ა.შ. ჩვენი ბიზნესი აერთიანებს „აუგუსტის“ საცხობებსა და ხილის გადამამუშავებელ ქარხანას. ხილის ქარხანაში ვაწარმოებთ ხილის კომპოტებს, ჯემებს, საწებლებს. ასევე, სხვა კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენი ქარხნის დახმარებით, საკუთარი ბრენდირებული პროდუქტები შექმნან. გვაქვს სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტები. გვაქვს პრემიუმ ხარისხის პროდუქტები, რომელიც „აუგუსტის“ ქსელში იყიდება. ბიუჯეტური კატეგორიის პროდუქტები კი „იამეს“ ბრენდის სახელით იწარმოება. „ბენჟის“ სახელწოდებით, ალკოჰოლურ სასმელსაც ვუშვებთ. 

პანდემიის დაწყებამ ძალიან შეგვაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესპროცესი არ შეგვიჩერებია და გატანის პრინციპით განვაგრძობდით მუშაობას, ჩვენი პროდუქტის ქსელებში შეტანა მნიშვნელოვნად გაძნელდა. 2021 წლიდან, უკვე ეკონომიკური მდგომარეობა პროგნოზირებადი გახდა და შესაძლებლობა მოგვეცა, ქსელებიც მოგვემარაგებინა პროდუქტებით. ამ დროისათვის ჩამოვაყალიბეთ ხილის პროდუქტების ბიუჯეტური ბრენდის, „იამეს“, კონცეფცია.

 

 

ახალი ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობისას, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა კიდევ ერთი დანადგარი, რომლის საშუალებითაც ხილის ვაკუუმ ტექნოლოგიით გადამუშავებას შევძლებდით. ვაკუუმში, მოგეხსენებათ, ჟანგბადი არ არის, ხილის დაჟანგვა არ ხდება და ნატურალურ თვისებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. იმ პერიოდისთვის, ჩვენი წარმადობა მცირე იყო, ქსელებში პროდუქტის შესატანად კი, წარმოების გაზრდა გვჭირდებოდა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ „ლიბერთისთან“ თანამშრომლობა. მათ შემოგვთავაზეს ისეთი სასესხო პირობები, რაც ბიზნესისთვის ძალიან მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით განვითარების იმ ეტაპზე, როცა წარმოებას ჯერ იმხელა შემოსავალი არ ჰქონდა, რომ დიდი თანხა ეხადა ყოველთვიურად. პირობები საშუალებას გვაძლევდა, ჩვენზე ყოფილიყო დამოკიდებული, როგორ წარვმართავდით სესხს. დასამახსოვრებელი იყო თავად ის დამოკიდებულება, რაც „ლიბერთის“ თანამშრომლებისგან ვიგრძენით. ჩვენი ბანკირი ბოლომდე გამოგვყვა ყველა პროცესში. ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული, არც რიგში დგომა ან დამატებითი დროის დაკარგვა მოგვიწია. ძალიან კომფორტულ გარემოში შედგა ჩვენი შეთანხმება. მაქსიმალურად ითვალისწინებენ ბიზნესის მდგომარეობა და ვგრძნობთ ინდივიდუალურ მიდგომას.

ეს თანამშრომლობა სწორედ მაშინ შედგა, როდესაც ახალ ბრენდს ბაზარზე შესასვლელად ვამზადებდით. მოგეხსენებათ, ქსელში შესვლისას, მნიშვნელოვანია პროდუქციის მარაგების ქონა. ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩვენ რომ წარმადობა არ გაგვეზარდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა იმ პოზიციების დაკავება, სადაც ახლა ვართ. ამაში კი ძალიან დაგვეხმარა „ლიბერთის“ თანადგომა.