ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ჩემი ბიზნესი ოჯახურ პროფესიას უკავშირდება. დედა კონდიტერი იყო, შემდეგ ამ საქმეში მე ჩავერთე, შემოგვიერთდნენ ოჯახის სხვა წევრები და უკვე 20 წელია ამ საქმეს ვემსახურებით. 90-იანი წლების შემდგომი პერიოდი იყო. ტორტის სახლ „რაფაელოს“ სახელით გაგვიცნო და შეგვიყვარა საზოგადოებამ. სახელი ცნობილი ტკბილეულის სიყვარულით დავარქვი. ვერც წარმოვიდგენდი, ასეთ მასშტაბზე თუ გავიდოდით, ახლა სახელის გადარქმევა რთულია. შეკვეთებს სახლში ვიღებდით და ვამზადებდით. კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა გადავლახეთ ეს ბარიერი და უპირატესობა მოვიპოვეთ. მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვხვდებოდით, რომ რაღაც უფრო მასშტაბურის კეთება შეგვეძლო.
9 წლის წინ, გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი უფრო მოზრდილ ბიზნესად გვექცია. კომპანია 2014 წელს დავაფუძნეთ, ეტაპობრივად შევიძინეთ დანადგარები. 2019 წელს საწარმო ავაშენეთ, დავიწყეთ სტანდარტების დანერგვა და ეტაპობრივად ვფართოვდებით. სახელწოდება უცვლელია, თუმცა დღეს, ჩვენი ბიზნესი 2400 კვ.მ-ზე არის განთავსებული, სადაც 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. გაფართოვდა ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტიც და საკონდიტრო კატეგორიის გარდა, ვაწარმოებთ პურ-ფუნთუშეულს და გვაქვს კაფეტერია.
გაფართოებას საკმაოდ დიდი რესურსები დასჭირდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ევროკავშირისგან თანადაფინანსება მოვიპოვეთ. ამან მოგვცა სტიმული, რომ სხვა რესურსებიც მოგვეძიებინა. თუკი მანამდე ყოველთვის საკუთარი სახსრებით ვცდილობდით ბიზნესის წინ წაწევას, ამჯერად, ბანკთან გადავწყვიტეთ ურთიერთობა და ჩემი თანამშრომლის დახმარებით, „ლიბერთის“ დავუკავშირდით. ძალიან გულდასმით მოეკიდნენ ჩვენს საკითხს, კარგად შეისწავლეს ყველაფერი და ჩვენთვის მოსახერხებელი პირობები შემოგვთავაზეს, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან მოქნილი და კომფორტული იყო მომსახურება. შრომისმოყვარე და ყურადღებიანი თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად შევძელით გაფართოება და საწარმოს სრული გადაიარაღება. პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბის კრედიტით გავაფართოვეთ წარმოება. ეს „ლიბერთის“ კომფორტულმა შემოთავაზებამ გაგვაბედინა.
ეს საქმე ჩემთვის ყველაფერია, ის აერთიანებს ჩემს საყვარელ სფეროსა და ადამიანებს. 9 წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, ასეთ მასშტაბზე თუ გავიდოდით. გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა პასუხისმგებლობა და არსებული გარემოებების ფონზე, ბუნებრივია, ვაწყდებით სირთულეებს. პანდემიის პერიოდში საწარმოს ყოფნა-არყოფნის ზღვარზეც კი ვიდექით, თუმცა გადავლახეთ. სამომავლოდ, ახალი საწარმოსთვის ISO სერტიფიკატების მოპოვებას ვგეგმავთ, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვიმუშაოთ. ასევე, გვსურს საკონდიტრო სკოლის დაარსება, სადაც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ახალი პროფესიის შეძენა შეეძლებათ, ხოლო უკვე გამოცდილი კონდიტერები კვალიფიკაციას აიმაღლებენ.