ENG
ინტერნეტ ბანკი

ყველა საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად

მართეთ თქვენი კორპორატიული ანგარიშები მარტივად და სწრაფად ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკით. ინტერნეტ ბანკის მომსახურება მორგებულია ბიზნეს ინტერესებზე და აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.  

ინტერნეტ ბანკის საშუალებით თქვენ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, შეძლებთ:

  • შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოზიტები
  • ჩაურიცხოთ თანამშრომლებს ხელფასი ერთი ფაილის ატვირთვით
  • შექმნათ შაბლონები ერთიდაიგივე ტიპის გადარიცხვებისთვის
  • განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში
  • განახორციელოთ თქვენს ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები
  • გადაიხადოთ გადასახადები
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები
  • გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვისა და გადარიცხვის საბუთები
  • გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ლიბერთი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს
  • სხვა მრავალი საბანკო ოპერაცია

ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელსაც ლიბერთი ბანკში გახსნილი აქვს იურიდიული პირის ანგარიში.

გაზარდე შენი ბიზნესი ჩვენი დახმარებით - მოიზიდე ახალი მომხმარებლები ლიბერთის პლასტიკური ბარათის მფლობელების სახით, რომელთა რიცხვი საქართველოს მასშტაბით 1,800,000-ზე მეტია - https://libertypayments.ge/