ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
მიიღე 8%-მდე სახელმწიფო სუბსიდია იპოთეკაზე
იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია იმ ფიზიკური პირების მაქსიმალური ხელშეწყობა, რომელთაც უძრავი ქონების შეძენა ან აშენება სურთ.
პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს ან ახალდაბადებული შვილის მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ და ძველ აშენებულ პროექტებში ასევე სახლის მშენებლობისთვის.
რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.
200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:
სუბსიდირების პროცენტი დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
გაეცანით იპოთეკის სუბსიდირებული სესხის ხელშეკრულებას: https://bit.ly/3RSyGCo
ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3BwYxdv
სესხის თანხა | 3000 ლარიდან |
ვადა | მინიმალური - 6 თვე, მაქსიმალური ლარში - 240 თვე, მაქსიმალური ვალუტაში - 120 თვე |
ვალუტა | ლარი, დოლარი ევრო (200,000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში) |
საპროცენტო განაკვეთი (ნომინალური და ეფექტური*) | ინდექსირებული** პროცენტი: ლარი 12,65%-დან, ეფექტური 13,7%-დან; აშშ დოლარი 9,30% - დან, ეფექტური 10,16%-დან; ევრო 7,90%-დან, ეფექტური 8,74%-დან |
უზრუნველყოფა | უძრავი ქონება |
შემოსავალი | 500 ლარიდან |
სესხის გაცემის საკომისიო | 0.4 % მინ. 50 ლარი |
ასაკი | 18 - 75 წელი |
თანამონაწილეობა | 0% დან |
თანამსესხებელი | დასაშვებია არაუმეტეს სამი თანამსესხებლისა (ძირითად მსესხებელს + ორი თანამსესხებელი) |
*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია: 200,000 ლარზე 120 თვით, 100,000 დოლარზე 120 თვით, 100,000 ევროზე 120 თვით.
**ინდექსი: ლარი - საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი; აშშ დოლარი - Sofr ინდექსი; ევრო - Euribor-ის ინდექსი.