ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ოვერდრაფტი სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის
გაეცანით საპენსიო და დევნილის ოვერდრაფტის ხელშეკრულებას: http://bit.ly/3lrd3xT
ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: bit.ly/3BwYxdv
| ოვერდრაფტის პირობები | |
|---|---|
| ოვერდრაფტის თანხა | მინიმალური თანხა - 45 ლარი, მაქსიმალური - 10 000 ლარი |
| ვალუტა | ლარი |
| ოვერდრაფტის მოქმედების ვადა | • 12 თვე (კლიენტის ვალდებულებების სრულად შესრულებამდე) • ყოველ ჯერზე, ვადა ავტომატურად გაგრძელდება 12 (თორმეტი) თვით, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს |
| დაფარვის წესი | • ოვერდრაფტზე მსესხებელი ყოველთვიურად იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს • პროცენტი ერიცხება, მხოლოდ ოვერდრაფტის საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებულ თანხას • შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხის, დაფარვის ვადების, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გარემოების დადგომის შესაბამისად |
| წლიური საპროცენტო განაკვეთი | წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მაქსიმუმ გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობით და არ იცვლება სესხის ვადის ბოლომდე |
| საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ცვლადი |
| ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 1.ოვერდრაფტის თანხის განაღდების შემთხვევაში - განისაზღვრება გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობის მიხედვით მიღებული ნომინალური პროცენტის საფუძველზე 2. სავაჭრო ობიექტიდან ოვერდრაფტის თანხის ათვისების შემთხვევაში - განისაზღვრება გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობის მიხედვით მიღებული ნომინალური პროცენტის საფუძველზე |
| საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სხვა ფინანსური ხარჯები | არ არის განსაზღვრული |
| ასაკი |
• მინიმალური 18 წელი, მაქსიმალური - 76 წელი;
• თუ მსესხებელს, ოვერდრაფტით სარგებლობის პერიოდში შეუსრულდება 77 წელი, ოვერდრაფტზე ავტომატურად შეწყდება ათვისების შესაძლებლობა და ამოქმედდება ანუიტეტური დაფარვის (ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით) გრაფიკის პირობა;
|