ENG

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2020 დანიშვნის თარიღი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020  წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

ვაჟა მენაბდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჟას კარიერა 1999 წელს საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მას არაერთი პოზიცია ეკავა კორპორაციული საბანკო საქმიანობის დირექტორის მოადგილის და მიკრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციების ჩათვლით. 2010 -2016 წლებში ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას. 2016-2018 წლებში ვაჟას ეკავა  სტარტაპ საქართველოს დირექტორის პოზიცია. 2018 წელს ვაჟა მენაბდეს პაშა ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.  

ვაჟა მენაბდე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და საერთაშორისო ეკონომიკის MBA ხარისხს. 2019 წლიდან ვაჟა ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management, France) MBA ხარისხს. 

 

სხვა პროფილები

თეა ლეშკაშელი

გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი

თეა ლეშკაშელი ლიბერთის 2021 წლის თებერვალში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის და საოპერაციო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

დავით აბაშიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი

დავით აბაშიძე ლიბერთის 2021 წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.