ENG

გიორგი გვაზავა

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2022 დანიშვნის თარიღი

გიორგი გვაზავა ლიბერთის 2022 წლის ივნისში შემოუერთდა რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლის სექტემბერში გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიცია დაიკავა.

გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს. 

სხვა პროფილები

თორნიკე ბენიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

თორნიკე ბენიძე ლიბერთის 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა ციფრული ბანკინგის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2020 წლის ივლისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

თორნიკე კორძაია

საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

თორნიკე კორძაია ლიბერთის 2022 წლის აგვისტოში შემოუერთდა საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ბექა გოგიჩაიშვილი

გენერალური დირექტორი

ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2022 წლის ივნისში დაინიშნა.