ENG

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2021 დანიშვნის თარიღი

ვახტანგ ბაბუნაშვილი  ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვახტანგ ბაბუნაშვილს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ვახტანგის კარიერა 2005 წელს საკონსულტაციო კომპანია ‘სინერჯი ჯგუფში’ დაიწყო. 2007 წლიდან მას  არაერთი პოზიცია ეკავა ბანკი რესპუბლიკაში (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“), თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში ფინანსური მიმართულებით.

ვახტანგ ბაბუნაშვილი ფლობს  INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და 2007 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში საბანკო და ფინანსური ინტიტუტების მენეჯმენტის მიმართულებით.

 

სხვა პროფილები

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

თემო ჯორბენაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორაციული საბანკო მიმართულება

თემო ჯორბენაძე შემოუერთდა ბანკს 2017 წლის ნოებერში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით

დავით აბაშიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი

დავით აბაშიძე ლიბერთის 2021 წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.

ლევან თხელიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი

ლევან თხელიძე ლიბერთი ბანკს 2017 წელს შემოუერთდა, გენერალური დირექტორის მოადგილის და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.